ჩემ შესახებ

         რატომ შეიქმნა ბლოგი?
ამ ბლოგის შექმნა დავალება იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარე. შემდეგი საქმიანობა კი, რომელსაც ბლოგზე ვახორციელებ, ჩემი ინტერესია. ეს ინტერესი გამოწვეულია ჩემი პროფესიით. ვმუშაობ სკოლაში, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
   ბლოგზე ყოველდღიური დავალების გარდა, ვათავსებ ინფორმაციას მწერალსა თუ ნაწარმოებზე , რომელსაც მოცემული მომენტისათვის ვსწავლობთ. 
  ვცდილობ, ბლოგი გამოვიყენო ისეთი მასალის საილუსტრაციოდ, რასაც გაკვეთილზე ვერ მოახერხებ, ასევე აქ წააწყდებით პოსტებს, რომლებიც საორიენტაციო თემატიკის ჩამოსაყალიბებლად გამოგადგებათ. 
  ვფიქრობ, ბლოგი სასარგებლო იქნება , როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის . განსაკუთრებით მოსწავლეებისათვის, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო გაკვეთილი გააცდინეს.
     ვინ შექმნა ბლოგი?
     ბლოგის ავტორი ვარ მე,  ლელა ტეფნაძე. დავიბადე 1981 წლის 13 ნოემბერს,
  • ვსწავლობდი  მე–4 სკოლაში, შემდეგ 77–ე სკოლაში და ბოლოს ა.რაზმაძის სახელობის ფიზიკა–მათემატიკურ მე–7  გიმნაზიაში.
  • დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი.(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და  ვსწავლობ დოქტორანტურაში)
  • ვმუშაობდი ბაკურ სულაკაურის სკოლაში.  
  • ამჟამად ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი   თბილისის მწვანე სკოლაში.
მყავს მეულე და ორი ქალიშვილი.